-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი პოეტი ფილოლოგი კურსდამთავრებული
კილასონია ნაზი (18. X.1926, აბისი - 15. VIII.1993, თბილისი). ქართვ. მწერალი, პოეტი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1954). იგი იყო ჟურნ. ,,პიონერის“ ლიტ. მუშაკი (1955-1959), ასევე ჟურნ. ,,საქართველოს ქალის“ რედაქციის ლიტ-რისა და ხელოვნების განყ-ების გამგე (1959-დან). მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ალმანახ „პირველ სხივსა“ და გაზ. ,,ლიტერატურულ საქართველოში“ (1952 წელს), ხოლო პირველი წიგნია „ლექსები“ (1954). სულ გამოცემულია მისი თხუთმეტამდე კრებ., მათ შორის საბავშვო წიგნები.
თხზ.: კილასონია, ნ. (1960). კოტორა: ლექსები სკოლამდელთათვის. თბ., ნაკადული; კილასონია, ნ. (1965). ჩემი თაობის ფრთები: ლექსები საშ. და უფროსი ასაკის ბავშვთათვის. თბ., ნაკადული; კილასონია, ნ. (1972). გზა ფერადი: ლექსები. თბ., მერანი; კილასონია, ნ. (1975). ლექსები: თბ., მერანი; კილასონია, ნ. (1987). დიდება შენდა: ლექსები. თბ., ნაკადული.